ჯონ კირბი - აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს
ჯონ კირბი - აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს

აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„არ არსებობს განზრახვა ან გეგმა ისრაელში ამერიკელი ჯარების ადგილზე განთავსების თაობაზე – ისრაელელებს არ აქვთ ამის სურვილი. ისრაელელებმა ნათლად აჩვენეს, რომ მათ არ სურთ უცხოური ჯარები თავიანთ მიწაზე, რომ მათ სურთ ამ ოპერაციების დამოუკიდებლად წარმართვა და მათ აქვთ სრული უფლება, უნდოდეთ ამის გაკეთება“, – აღნიშნაკირბიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უპირველესი პრიორიტეტია ამერიკელების უსაფრთხოება ყველგან და „ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები მთელ რეგიონში“.