ჯონ კირბი - აშშ განიხილავს როგორც სამხედრო, ასევე კომერციულ ვარიანტებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საზღვაო გზით მისაწოდებლად
ჯონ კირბი - აშშ განიხილავს როგორც სამხედრო, ასევე კომერციულ ვარიანტებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საზღვაო გზით მისაწოდებლად

ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს როგორც სამხედრო, ასევე კომერციულ ვარიანტებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საზღვაო გზით მისაწოდებლად. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, საზღვაო მარშრუტს შეუძლია დახმარების მეტი მოცულობის გადატანა, თუმცა ის ლოგისტიკურად უფრო მძიმეა, ამიტომ, მისივე განმარტებით, სატვირთო მანქანები საუკეთესო გზაა დახმარების მისაწოდებლად.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვაპირებთ განვაგრძოთ ისრაელისთვის მოწოდება, რომ უზრუნველყოს მეტი სატვირთო მანქანა და მეტი მარშრუტი, რომ გავხსნათ მეტი გადასასვლელი, რათა მეტი დახმარება მიეწოდოს გაჭირვებულ ადამიანებს“, – აღნიშნა კირბიმ.