ჯონ კირბი - აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ისრაელელ და ეგვიპტელ კოლეგებთან, რათა ღაზის სექტორიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა მოხდეს
ჯონ კირბი - აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ისრაელელ და ეგვიპტელ კოლეგებთან, რათა ღაზის სექტორიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა მოხდეს

ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურ კომუნიკაციაშია ისრაელის მთავრობასთან, რათა ღაზიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა მოხდეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამას ჩვენს ისრაელელ და ეგვიპტელ კოლეგებთან. მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დამნაშავე იმაში, რაც „ჰამასმა“ ჩაიდინა, მათ არაფერი დაუშავებიათ. ვაგრძელებთ უსაფრთხო დერეფანის არსებობის მხარდაჭერას. ვერ გეტყვით კონკრეტული მარშრუტის ან დერეფნის შესახებ. უბრალოდ, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ჩვენს ეგვიპტელ და ისრაელელ კოლეგებთან ერთად“, – განაცხადა კირბიმ.