ვლადიმერ პუტინმა და ჯონ კერიმ კლიმატურ ცვლილებებზე ისაუბრეს
ვლადიმერ პუტინმა და ჯონ კერიმ კლიმატურ ცვლილებებზე ისაუბრეს

კლიმატის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ჯონ კერიმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კლიმატურ ცვლილებებზე ისაუბრეს.

ჯონ კერი რუსეთში სამუშო ვიზიტით იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლიმატური ცვლილებები არის სფერო, სადაც მოსკოვს და ვაშინგტონს საერთო ინტერესები აქვთ.

როგორც მედია წერს, სატელეფონი საუბრისას, პუტინმა კერის უთხრა, რომ კლიმატის შესახებ დიალოგი პოლიტიზებული არ უნდა იყოს.

მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ კლიმატის ვირტუალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

დატოვე კომენტარი