ჯონ ჰილი - მტკიცედ არის გადაწყვეტილი, რუსეთის სამხედრო დაფინანსება კიდევ უფრო შემცირდეს
მტკიცედ არის გადაწყვეტილი, რუსეთის სამხედრო დაფინანსება კიდევ უფრო შემცირდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ Sky News-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა „ჩრდილოვანი ფლოტის“ თითქმის 600 გემიდან უკვე 200 შეაჩერეს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაორმაგოთ ძალისხმევა იმის წინააღმდეგ, რაც ხელს უწყობს პუტინს და მის ფინანსურ ნაკადებს, რაც უკრაინაში მის უკანონო ომს კვებავს“, – აღნიშნა თავდაცვის მდივანმა.
ჟურნალისტმა ჯონ ჰილის შეახსენა, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო აშშ-მა ტანკერებზე უკვე დატვირთულ რუსულ ნავთობზე სანქციები მოხსნა, რითიც საჩუქარი გაუკეთა პუტინს.
„ჩვენ დავინახეთ, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაზიდვების წინააღმდეგ მოკავშირეებთან ერთად გადადგმულმა ნაბიჯებმა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები მეოთხედით შეამცირა. ჩვენ კიდევ მეტის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა ჰილიმ.