ჯონ ბოლტონმა ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ მაღალჩინოსნებს სწორი არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდა
ჯონ ბოლტონმა ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ მაღალჩინოსნებს სწორი არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე აღნიშნა, რომ რამდენიმე ვენესუელელმა მაღალჩინოსანმა ახლა დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო უნდა აღიაროს.
ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ პოლიტიკოსებს შორის ჯონ ბოლტონმა ვენესუელის თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პარდინო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაიკელ მორენო და მადუროს პირადი დაცვის ხელმძღვანელი ივან რაფაელ ჰერნანდეს დალა დაასახელა.
„ახლა თქვენი დროა. ეს თქვენი უკანასკნელი შანსია. მიიღეთ დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო, დაიცავით კონსტიტუცია, გააძევეთ მადურო და ჩვენ თქვენს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გავაუქმებთ. მადუროსთან დარჩენის შემთხვევაში კი, მის გემთან ერთად ჩაიძირებით“, – დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.