ჯონ ბოლტონი - ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები გადატრიალება არ არის
ჯონ ბოლტონი - ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები გადატრიალება არ არის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „სიენენთანინტევიუში კარაკასში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ჯონ ბოლტონის განმარტებით, კარაკასში მიმდინარე მოვლენებს არ შეიძლება, გადატრიალება ეწოდოს, რადგან ქვეყნის ლიდერი სწორედ ხუან გუაიდოა.

ჯონ ბოლტონის განმარტებით, დონალდ ტრამპს სურს, რომ ვენესუელაში ძალაუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ კარაკასში მიმდინარე დაპირისპირებები ვითარებას ამძიმებს, რადგან ეს ვენესუელელ ხალხს თავისუფლების მოპოვებაში ხელს უშლის.

ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობა აღიარა. ვენესუელელ ოპოზიციონერს დროებით პრეზიდენტად დღეს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი აღიარებს, მათ შორის არის საქართველოც.

დატოვე კომენტარი