ჯონ ბოლტონი - საქართველოში კორუფციის დონე შეესაბამება მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში არსებულ დონეს
ჯონ ბოლტონი - საქართველოში კორუფციის დონე შეესაბამება მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში არსებულ დონეს

საქართველოში კორუფციის დონე მსოფლიოში არსებულ დონეს შეესაბამება, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანმა ჯონ ბოლტონმა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ხედავს სახიფათოს სიგნალებს საქართველოდან კორუფციის კუთხით.

„კორუფციის ალაგვმა თავისთავად საჭირო რამ არის და აშშ-ში აბსტრაქტული სულაც არ არის. ჩვენ აღვიქვამთ ამას ძალიან კონკრეტულ პრიზმაში. თქვენთან მოვიჩქაროდი და მოკლე შეხვედრა მქონდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან. მათ დავუსვი კითხვა, როგორია აღქმა კორუფციასთან დაკავშირებით. მე შევაჯამებ მათ პასუხებს. საქართველოში არის კორუფციის გარკვეული დონე, მაგრამ შეესაბამება მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში, კორუფციის არსებულ დონეს. ისინი ამას არ ხედავენ სერიოზულ დაბრკოლებად აქ, საქართველოში“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.