ჯონ ბოლტონი ოფიციალური ვიზიტით თურქეთსა და ისრაელში მიემგზავრება
ჯონ ბოლტონი ოფიციალური ვიზიტით თურქეთსა და ისრაელში მიემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დამხმარე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ოფიციალური ვიზიტით თურქეთსა და ისრაელში მიემგზავრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლტონის საუბრის მთავარი თემა სირიაში არსებული სიტუაცია, ასევე ამერიკული ჯარის გამოყვანა და ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთან ბრძოლა იქნება.

თურქეთში ბოლტონთან ერთად, კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს სირიის საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრიც.