ჯონ ბოლტონი - ევროპული კომპანიების ნაწილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს
ჯონ ბოლტონი - ევროპული კომპანიების ნაწილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ევროპული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება ჯონ ბოლტონმა გააკეთა. საუბარია ევროპულ კომპანიებზე, რომლებიც იმ ირანულ კომპანიებთან ითანამშრომლებენ, რომლებსაც აშშ სანქციებს დაუწესებს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, დაისჯებიან თუ არ ევროპული კომპანიები, რომლებიც ურანთან თანამშრომლობას აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით განაგრძობენ, რაზეც ბოლტონმა დადებითი პასუხი გასცა.

„დიახ, ეს შესაძლებელია და დამოკიდებულია სხვა ქვეყნების მთავრობის საქციელზე“ – განაცხადა ბოლტონმა CNN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა, რომ აშშ ირანთან 2015 წელს გაფორმებულ „ბირთვულ შეთანხმებას“ ტოვებს. აღნიშნული ხელშეკრულებით თეირანმა ბირთვული პროგრამა შეკვეცა, სანაცვლოდ კი ირანს ეკონომიკური სანქციების ნაწილი მოუხსნეს, ან შეუმსუბუქეს