ჯონ ბოლტონი - აყვავებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში ძლიერი მაგალითია
ჯონ ბოლტონი - აყვავებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში ძლიერი მაგალითია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისადმი სოლიდარობა დაადასტურა. ამის შესახებ ჯონ ბოლტონმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს იმისათვის, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისადმი სოლიდარობა დავადასტუროთ. აყვავებული და დემოკრატიული საქართველო რეგიონში ძლიერი მაგალითია“, – წერს ჯონ ბოლტონი „ტვიტერზე“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრით დაიწყო.