ჯონ ბოლტონი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ჯერ არ გეგმავს
ჯონ ბოლტონი - აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ჯერ არ გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ჯერ არ გეგმავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბოლტონმა აღნიშნა, რომ სოლსბერიში მომხდარი შემთხვევის შემდეგ ვაშინგტონი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად გარკვეულ ვალდებულებებს განიხილავს, თუმცა სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ჯონ ბოლტონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან საკმაოდ პროდუქტიული საუბარი ჰქონდა.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის მრჩეველის განცხადებით, შემდეგ თვეში, პარიზში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის სამზადისს კურირებას გაუწევს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ცნობილი გახდა, რომ კრემლის ლიდერთან ჯონ ბოლტონმა რუსეთის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში შესაძლო ჩარევის საკითხიც განიხილა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა რუსეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, არ ჩაერიოს ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში, რადგან ეს ქვეყნებს შორის უნდობლობას აღრმავებს.
ჯონ ბოლტონი მოსკოვს 22 ოქტომბერს ესტუმრა. დონალდ ტრამპის მრჩეველი ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს.