ჯონ ბოლტონი - აშშ-მა ნიკოლას მადუროსთან თანამშრომლობის გამო უცხოური ბანკების წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დააწესოს
ჯონ ბოლტონი - აშშ-მა ნიკოლას მადუროსთან თანამშრომლობის გამო უცხოური ბანკების წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დააწესოს

აშშ-მა ნიკოლას მადუროსთან თანამშრომლობის გამო უცხოური ბანკების წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

ჯონ ბოლტონის განმარტებით, თუ რიგი უცხოური ბანკები ვენესუელის არაღიარებულ პრეზიდენტს უკანონო ოპერაციების შესრულებაში დაეხმარებიან, ვაშინგტონი მათ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს. თუ ისინი ნიკოლას მადუროს, ან მის გარემოცვაში მყოფი რომელიც პირის სასარგებლოდ ფინანსურ ოპერაციებს ჩაატარებენ, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ და მათ წინააღმდეგ სანქციებს დავაწესებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების დახმარებით ნიკოლას მადუროსთვის ფინანსურ რესურსზე წვდომის დაბლოკვას ცდილობს.

ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ვენესუელის საბანკო ანგარიშებზე წვდომის და მათი განკარგვის უფლება ლათინური ამერიკის ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს უნდა ჰქონდეს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, რიგი უცხოური ბანკები ნიკოლას მადუროს ფინანსური ოპერაციების ჩატარებაში ეხმარებიან.

როგორც ცნობილია, მადურო საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ვენესუელიდან გატანას და საზღვარგარეთ გადამალვას ცდილობს.

დატოვე კომენტარი