ჯონ ბოლტონი – აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აგრესიულად და მტკიცედ განახორციელებს

12:00, 26.09.2018

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აგრესიულად და მტკიცედ განახორციელებს,- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველმა განაცხადა. ჯონ ბოლტონის თქმით, თუ ირანის მკვლელი რეჟიმი სიცრუეს გააგრძელებს და პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, მნიშვნელოვანი შედეგების წინაშე აღმოჩნდება.

დონალდ ტრამპის მრჩევლის განცხადებით, ბანკებმა და საბანკო ინფორმაციის გაცვლის სისტემებმა ირანთან ურთიერთობას ყურადღება უნდა მიაქციონ და საკუთარ თავს კითხვა დაუსვან, სურთ თუ არა ასეთი რისკი.

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპის ამოქმედებას ნოემბერში გეგმავს.

მსგავსი