ჯონ ბოლტონი - აშშ-ის ადმინისტრაციის მიზანია, აიძულოს ირანის ნავთობის იმპორტიორები, შესყიდვები ნულამდე შეამცირონ
ჯონ ბოლტონი - აშშ-ის ადმინისტრაციის მიზანია, აიძულოს ირანის ნავთობის იმპორტიორები, შესყიდვები ნულამდე შეამცირონ

რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები აშშ-სა და მისი ინტერესებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული მთავარი საფრთხეა,- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა, აშშ-ის კონტრტერორისტული სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-სთვის საფრთხეს წარმოადგენს ირანიც, რომელსაც ბოლტონი „1979 წლიდან საერთაშორისო ტერორიზმის მსოფლიო ბანკირად” მოიხსენიებს.

ჯონ ბოლტონის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიზანია, აიძულოს ირანის ნავთობის იმპორტიორები ნულამდე შეამცირონ შესყიდვები.

აშშ აპირებს ირანს 4 ნოემბერს ახალი სანქციები დაუწესოს. კერძოდ კი, ირანის ნავთობსექტორს, რათა შეაჩეროს თეირანი სირიის კონფლიქტსა და ერაყში ჩართულობისგან, ასევე ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებით, ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.