ჯოკოვიჩმა ნადალი დაამარცხა და როლან გაროსის ფინალში ციციპასს შეხვდება #1TVSPORT
საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის 13-გზის გამარჯვებულს, ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა. ეს იყო ჩოგბურთის ისტორიაში თიხის საფარზე გამართული ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა. მატჩმა 4 საათზე მეტხანს გასტანა და საბოლოოდ, ჯოკოვიჩის გამარჯვებით ანგარიშით 3:1(3:6 6:3 7:6 6:2) დასრულდა.
ჩოგბურთელებმა პირველი ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით მოიგეს. ნადალმა პირველ სეტში 6:3 იმარჯვა, ხოლო ჯოკოვიჩმაც სეტებში ანგარიში 6:3-ით გაათანაბრა. შეხვედრის მესამე სეტში ტაიბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო, სადაც სერბი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მატჩში 2:1 დაწინაურდა. მეოთხე სეტში ჯოკოვიჩის უპირატესობა აშკარა იყო. ნადალი 2:0 დაწინაურდა, თუმცა სერბმა ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
სერბისთვის ეს იყო როლან გაროსზე მეორე და დიდი სლემის ტურნირებზე მე-19 გამარჯვება.ურთიერთშეხვედრებში სერბმა 30-ე მატჩი მოიგო და ნადალს ორი მოგებით გაასწრო. ჯოკოვიჩის მეტოქე ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში ალექსანდერ ზვერევს სძლია.ფინალი 13 ივნისს, თბილისის დროით 17:00-საათზე დაიწყება.