ჯოკოვიჩის მამა - იმედია, ნოვაკი კარიერას მომავალ წელს დაასრულებს #1TVSPORT
ჯოკოვიჩის მამა - იმედია, ნოვაკი კარიერას მომავალ წელს დაასრულებს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ, სდრჯან ჯოკოვიჩმა ილაპარაკა თავისი ვაჟის მომავალ კარიერაზე.

„რაც შეეხება მის გამოსვლასთან დაკავშირებულ ჩემს სურვილებს, მან ის შვიდი-რვა წლის წინ შეასრულა. დანარჩენი – საოცარი ბონუსია.

ჩოგბურთი – ეს მისი ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილია. მე ველოდები, რომ ის იპოვნის აღიარებას იმ საქმეში, რომლითაც კარიერის დასრულების შემდეგ იქნება დაკავებული. იმედია, მისი კარიერა მომდევნო წელს დასრულდება. ეს არის ჩემი, როგორც მამის სურვილი. ვფიქრობ, რაღაც მომენტში ის შეწყვეტს ამ ძალიან რთულ სამუშაოს. ეს ფიზიკურად და გონებრივად რთული და ძალიან მომთხოვნია, მით უმეტეს, ის 30 წლის განმავლობაში სრულად იხარჯება. მას ბევრი დრო არ რჩება სხვა საქმეებზე“, – განაცხადა უფროსმა ჯოკოვიჩმა დოკუმენტურ ფილმში „ნოვაკ ჯოკოვიჩი – უცნობი ისტორიები“.