ჯოკოვიჩის კორტზე დაბრუნება გადაიდო
ჯოკოვიჩის კორტზე დაბრუნება გადაიდო

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა. 30 წლის სერბის უარის მიზეზი გახდა ტკივილი მარჯვენა იდაყვის არეში. სწორედ ამ ტრავმის გამო, ჯოკოვიჩი უიმბლდონის შემდეგ კორტზე არ გასულა.

„ძალიან ვწუხვარ ტურნირიდან გასვლის გამო. ბოლო რამდენიმე დღეა, იდაყვი მტკივა და გამოკვლევის შემდეგ, ექიმებმა მირჩიეს, არ გავრისკო და უარი ვთქვა ტურნირზე. უნდა გავაგრძელო მკურნალობა.
იმედგაცრუებული ვარ, რადგან ძალიან მინდოდა კორტზე დაბრუნება. დიდი ხალისით ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი სეზონისთვის. ახლა უნდა მივიღო შექმნილი სიტუაცია და ველოდო პროცედურების შედეგებს, რათა თავიდან თამაში შევძლო. ამან, შესაძლოა, ჩემი ტურში დაბრუნება გადადოს. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ”, განაცხადა ჯოკოვიჩმა.

აბუ დაბის ტურნირზე ჯოკოვიჩს ბრიტანელი ენდი მარეი შეცვლის.