მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის დედამ – დიანა ჯოკოვიჩმა ილაპარაკა ფინანსურ სირთულეებზე, რომელსაც მათი ოჯახი ვაჟის კარიერის დასაწყისში გადააწყდა.
„ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ხელფასი მხოლოდ სახლის ფულის გადასახდელად გვყოფნიდა. ჩემი ქმარი ნოვაკს ტურნირებზე დაჰყვებოდა, მე შინ ორ პატარა ბავშვთან ვრჩებოდი და არ ვიცოდი, პური როგორ მეყიდა.
ჩემი მეუღლე სდრიან ჯოკოვიჩი ფულს არალეგალური ბიზნესმენებისგან სესხულობდა. რა თქმა უნდა, მათ სურდათ თანხის უკან მაღალი პროცენტით დაბრუნება. სდრიანი ერთ წრეზე ტრიალებდა. იმისთვის, რომ ვალი დაებრუნებინა, ისევ და ისევ სესხულობდა… რაც მეტი ფული გვჭირდებოდა, მით უფრო იზრდებოდა პროცენტი. როცა ნოვაკი პირველად გაემგზავრა იუნიორთა „როლან გაროსზე“, ჩვენგან ათის ნაცვლად 15 პროცენტი მოითხოვეს. სხვა არჩევანი არ გვქონდა და დავთანხმდით. სდრიანი უამრავ კარზე აკაკუნებდა სპონსორის მოსაძებნად. ბევრ ბიზნესმენთან ჰქონდა მოლაპარაკებები, ეკითხებოდა მათ – ხომ არ სურდათ ნოვაკში ინვესტირება. მაგრამ ისინი არ უსმენდნენ. სამწუხაროა, დღეს ისინი ამით მილიონებს იშოვიდნენ“, – განაცხადა დიანა ჯოკოვიჩმა.