ჯოკოვიჩი უიმბლდონის მეორე ფინალისტია
ჯოკოვიჩი უიმბლდონის მეორე ფინალისტია

უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის მეორე ფინალისტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც დრამატულ ბრძოლაში მოუგო მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ესპანელ რაფაელ ნადალს – 6:4, 3:6, 7:6(9), 3:6, 10:8.

შეხვედრა პარასკევს დაიწყო და სამი სეტის ჩატარების შემდეგ, თამაში შაბათისთვის გადაიტანეს. საერთო ჯამში, შეხვედრა 5 საათი და 14 წუთი გაგრძელდა.

ეს იყო ამ ჩოგბურთელთა 52-ე შეხვედრა. ჯოკოვიჩმა გაზარდა უპირატესობა ნადალთან – 27:25.

სერბი ფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება, რომელმაც თავის ნახევარფინალში ამერიკელ ჯონ ისნერს ხუთ სეტში მოუგო. გადამწყვეტი მატჩი კვირას გაიმართება.