ჯოკოვიჩი ტორონტოს "მასტერსის" მერვედფინალშია
ჯოკოვიჩი ტორონტოს "მასტერსის" მერვედფინალშია

​სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტორონტოში უკვე მეორე მატჩი მოიგო. მერვედფინალში გასასვლელად მან 85 წუთში დაამარცხა კანადელი პეტერ პოლანსკი – 6:3, 6:4.

ორივე ჩოგბურთელი კარგად აწვდიდა, განსაკუთრებით ჯოკოვიჩი, რის გამოც, პოლანსკის არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. თავად ნოვაკმა კი ბრეიკ პოინტები მხოლოდ ორ გეიმში გამოიმუშავა – პირველი სეტის მერვე და მეორე სეტის მეცხრე გეიმებში და ორივეჯერ შანსი გამოიყენა.

ჯოკოვიჩი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც სერბმა სეზონი ექვსი მოგებითა და ამდენივე წაგებით დაიწყო, მას შემდეგ 24 მატჩში 21 მოგება დაუგროვდა.

მერვედფინალში ჯოკოვიჩი ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.