ჯოკოვიჩი სერბეთში ხორვატ ივანიშევიჩთან თანამშრომლობისთვის გააკრიტიკეს
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი სამშობლოში მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც თავის გუნდში შეიყვანა ხორვატი გორან ივანიშევიჩი, – იტყობინება „უბიტენისი“ (Ubitennis). კერძოდ, ყოფილმა კალათბურთელმა დარკო მილიჩიჩმა, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოდიოდა, ნოვაკის გადაწყვეტილებას გულშემატკივრებზე დარტყმა უწოდა.
„ყოველთვის, როცა ნოვაკი გამოხატავს სიყვარულს ხორვატიის მიმართ, მან უნდა იფიქროს სერბ გულშემატკივრებზე, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს ომის დროს“, – თქვა მილიჩიჩმა.
სახელმწიფო ტელეარხებზე ჯოკოვიჩის ივანიშევიჩთან თანამშრომლობას „სკანდალური“ უწოდეს.
ადრე, ნოვაკმა სერბეთში სერიოზული კრიტიკა მიიღო, როცა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის გამოვარდნის შემდეგ, ხორვატიის ნაკრებს უგულშემატკივრებდა.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუკიჩმა ასეთი კომენტარი გაუკეთა მსოფლიოს პირველი ნომრის გადაწყვეტილებას – „ჩვენი ქვეყნისთვის კარგია, რომ ჯოკოვიჩს შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ივანიშევიჩთან. ძველი კონფლიქტები შეიძლება გვერდზე გადავდოთ“.