მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი არ ითამაშებს მონრეალის „მასტერსზე“, – წერს გამოცემა Sportsnet.
აღნიშნავენ, რომ „დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა კანადური „მასტერსიდან“ განაცხადი ვაქცინაციის სერტიფიკატთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოიტანა. ჯოკოვიჩს დღემდე არ გაუკეთებია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც აუცილებელი პირობაა კანადაში შესასვლელად.
ვარაუდობენ, რომ ამავე მიზეზით სერბი ვერ შეძლებს აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშს.
მონრეალის „მასტერსი“ 6-14 აგვისტოს გაიმართება.