ჯოკოვიჩი მხოლოდ ახალგაზრდებთან აგებს
ჯოკოვიჩი მხოლოდ ახალგაზრდებთან აგებს

ლონდონში, ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან ორ სეტში წააგო – 4:6, 3:6. სერბისთვის ეს სეზონის მეორე ნახევარში  მხოლოდ მესამე მარცხი იყო (უიმბლდონიდან მოყოლებული).

საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩმა სამივეჯერ 22 წლამდე ჩოგბურთელებთან წააგო. ტორონტოს „მასტერსზე“ ის ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა (19 წლის) დაამარცხა, პარიზის „მასტერსზე“ – 22 წლის რუსმა კარენ ხაჩანოვმა, ლონდონში კი ზვერევმა, რომელიც 21 წლისაა. სამივე მათგანმა სეზონი TOP15-ში დაასრულა, ზვერევი კი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანია.

გარდა ამისა, გერმანელმა შეწყვიტა ჯოკოვიჩის 14-მატჩიანი მოგებათა სერია TOP10-ის მოთამაშეებთან.