სერბი ჩოგბურთელები ნოვაკ ჯოკოვიჩი და ვიქტორ ტროიცკი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი მონაწილეობას მიიღებენ საჩვენებელი მატჩების სერიაში, რომელიც „ადრია ტურის“ (Adria Tour) ეგიდით ჩატარდება.
თამაშები 13-14 ივნისს ბელგრადში, 20-21 ივნისს ზაგრებში, 27-28 ივნისს მონტენეგროში და 3-4 ივნისს ბოსნიაში გაიმართება. გარდა ამისა, 5 ივლისს ჯოკოვიჩი და ბოსნიელი დამირ ძუმჰური საჩვენებელ მატჩს გამართავენ სარაევოში.