ჯოკოვიჩი და ტიმი ბალკანებზე საჩვენებელ მატჩებს ჩაატარებენ
ჯოკოვიჩი და ტიმი ბალკანებზე საჩვენებელ მატჩებს ჩაატარებენ

სერბი ჩოგბურთელები ნოვაკ ჯოკოვიჩი და ვიქტორ ტროიცკი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი მონაწილეობას მიიღებენ საჩვენებელი მატჩების სერიაში, რომელიც „ადრია ტურის“ (Adria Tour) ეგიდით ჩატარდება.

თამაშები 13-14 ივნისს ბელგრადში, 20-21 ივნისს ზაგრებში, 27-28 ივნისს მონტენეგროში და 3-4 ივნისს ბოსნიაში გაიმართება. გარდა ამისა, 5 ივლისს ჯოკოვიჩი და ბოსნიელი დამირ ძუმჰური საჩვენებელ მატჩს გამართავენ სარაევოში.