ჯოკოვიჩი 2028 წელს ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე გამოსვლას აპირებს #1TVSPORT
ჯოკოვიჩი 2028 წელს ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე გამოსვლას აპირებს #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელმა გორან ივანიშევიჩმა განაცხადა, რომ სერბი ჩოგბურთელი ლოს ანჯელესში 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს აპირებს.

„მას გეგმაში აქვს ლოს ანჯელესში ოლიმპიადაზე თამაში, რომელიც 2028 წელს გაიმართება. დღეში 24 საათის განმავლობაში მას გონებაში აქვს ფიქრები, კიდევ რისი მიღწევა შეუძლია“, – განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმა.

ლოს ანჯელესის ოლიმპიადისთვის ჯოკოვიჩი 41 წლის იქნება.