ჯო უილსონი – საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს, საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს.
„მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს. მე ამის შესახებ 2020 წელს განვუცხადე რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს ვილსონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
I welcome the sanctions on dictator-in-waiting Bidzina Ivanishvili. I called for this in 2020 with @RepublicanStudy. Ivanishvili hates America and loves China and Iran. He plans to destroy Georgian sovereignty and democracy. Georgia needs free and fair elections immediately. pic.twitter.com/kp2YrzKJQ3
— Joe Wilson (@RepJoeWilson) December 27, 2024