ჯო უილსონი - კონგრესს ხელახლა წარვუდგინეთ „მეგობარი აქტი“, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, დავრწმუნდეთ, რომ აგრესორთა ღერძი შეწყვეტს საქართველოს ხალხის ტერორს
ჯო უილსონი - კონგრესს ხელახლა წარვუდგინეთ „მეგობარი აქტი“, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, დავრწმუნდეთ, რომ აგრესორთა ღერძი შეწყვეტს საქართველოს ხალხის ტერორს

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ სამ თანაპარტიელთან ერთად 119-ე კონგრესს ხელახლა წარუდგინა „მეგობარი აქტი“ საქართველოსთან დაკავშირებით.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონპროექტი სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონსა და მარკ ვიზისთან ერთად წარადგინა.

„ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, დავრწმუნდეთ, რომ ქართული კოშმარი დასრულდება და აგრესორების ღერძი შეწყვეტს საქართველოს ხალხის ტერორს“, – აცხადებს ჯო უილსონი.

„მეგობარი აქტი“ ასახავს სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

გამოცემა „ჰილი“ წერს, რომ კონგრესენი სტივ კოენი ასევე წარადგენს კანონმდებლობას, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ს აუკრძალავს „ქართული ოცნების“ საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებას. „ჰილის“ თანახმად, ჯო უილსონს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ იქნა მიღებული კანონპროექტი წინა კონგრესში, რაზეც უილსონმა უპასუხა, რომ „იყო მრავალი სხვა საკითხი, რომელიც იდგა დღის წესრიგში, ეს არ იყო უგულებელყოფილი, მაგრამ აშკარად ის იქნება ყურადღების ცენტრში ახლა“. „ჰილი“ წერს, რომ, კონგრესის თანამშრომლების მტკიცებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი მხარს უჭერს კანონმდებლობას და მიმდინარეობს მცდელობები, რომ იგი დაერთოს მთავრობის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ კანონპროექტს მარტში.