ჯო უილსონი – დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე დიდი მოძულეები იკრიბებიან

10:00, 03.07.2026

დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე დიდი მოძულეები იკრიბებიან, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს მიხეილ ყაველაშვილიც“.

„„ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გეგმავს დასწრებას, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო განამტკიცოს“, – წერს ჯო უილსონი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.

მსგავსი