ჯო უილსონი – დაუყოვნებლივ საჭიროა „მეგობარი აქტი“
დაუყოვნებლივ საჭიროა „მეგობარი აქტი“, – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
უილსონი ეხმაურება შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას.
„ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი კიდევ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, აღკვეთონ საკუთარი ქვეყნის სრული ხელში ჩაგდება კომუნისტური ჩინეთის მიერ. დაუყოვნებლივ საჭიროა „მეგობარი აქტი““, – წერს უილსონი.
The anti-American Georgian Dream regime is cracking down further on free Georgians for trying to prevent the total takeover of their country by Communist China. MEGOBARI needed immediately! https://t.co/4MiRIkHStC
— Joe Wilson (@RepJoeWilson) August 27, 2025