ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„სანქციების გაძლიერება, კონკრეტული თავდაცვითი დახმარება და ომის საწინააღმდეგო კოალიცია ახლახან განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან.
მადლობელი ვართ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერში“.