ჯო ბაიდენს ლგბტქ+ საზოგადოების წინაშე შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს – „რესპუბლიკელებმა იარაღად და პოლიტიკურ ფეხბურთად აქციეს ხალხის ძირითადი იდენტობა“
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ლგბტქ+ საზოგადოების წინაშე შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს.
ბაიდენი ლგბტქ+ ლიდერების კონფერენციაზე მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა და რესპუბლიკელები ტრანსგენდერთა უფლებების „პოლიტიკურ ფეხბურთად“ ქცევისთვის გააკრიტიკა.
ბაიდენმა ლგბტქ+ საზოგადოებას მიმართა, წინ აღუდგნენ და პასუხი გასცენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას.
„დონალდ ტრამპი და მისი რესპუბლიკელები ცდილობენ, შეაფერხონ და მცდარი წარმოდგენა შექმნან თანასწორობისთვის ჩვენს ბრძოლაზე. ისინი ცდილობენ, ეს რაღაც საშიშ ბოროტებად აქციონ. არაფერია იმაზე ამერიკული, ვიდრე თანასწორობის იდეა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, რესპუბლიკელებმა „იარაღად და პოლიტიკურ ფეხბურთად აქციეს ხალხის ძირითადი იდენტობა“.
„არსებითად საუბარია იმაზე, რომ თითოეულ ამერიკელს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოეპყრონ ღირსეულად, პატივისცემით, რასაც იმსახურებენ“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის დროს ხელი მოაწერა „ქორწინების პატივისცემის აქტს“, რომელიც შტატებისგან მოითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას.