ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „სასტიკი ტირანი“ უწოდა
ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „სასტიკი ტირანი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „სასტიკი ტირანი“ უწოდა.

„ვესთ ფოინთის სამხედრო აკადემიის“ კურსანტებთან შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ნატო-ს დაშლა სურდა, თუმცა მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი თავდაცვის ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს უკრაინაში არ გაგზავნის.

„უკრაინის ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან. მე გადაწყვეტილი მაქვს, ასე შევინარჩუნო, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიქნებით მათ გვერდით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.