ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა
ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, საარჩევნო რბოლაში თავის მეწყვილედ კამალა ჰარისის არჩევა, რომელიც არის ფერადკანიანი, ამერიკელი ინდურ-იამაიკური ფესვებით, დემოკრატების მხრიდან ძლიერი და ისტორიულ გზავნილია ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი იქნება აშშ-ის ისტორიაში არა მხოლოდ პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, არამედ აღნიშნულ პოსტზე პირველი ფერადკანიანი ქალი.

კამალა ჰარისი იკავებდა კალიფორნიის გენერალური პროკურორის პოსტს. 55 წლის კამალა ჰარისი ასევე იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში და და შესაბამისად, დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ჯო ბაიდენის მეტოქე იყო, თუმცა რბოლას დეკემბერში გამოეთიშა.