ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მოჰამედ ბინ სალმანს უთხრა, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას მას აკისრებს
ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მოჰამედ ბინ სალმანს უთხრა, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას მას აკისრებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მოჰამედ ბინ სალმანს უთხრა, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას მას აკისრებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას საუდის არაბეთის პრინცმა და დეფაქტო მმართველმა მკვლელობასთან კავშირი უარყო და აღნიშნა, რომ დამნაშავეებს პასუხი აგებინა.

„რაც შეეხება ხაშოგის მკვლელობას, მე ეს საკითხი შეხვედრის დასაწყისში დავაყენე და მკაფიოდ განვაცხადე, რასაც ვფიქრობდი ამაზე მაშინ და რას ვფიქრობ ამაზე ახლა. მე ვიყავი პირდაპირი საკითხის განხილვისას, მე ჩემი შეხედულება ნათლად წარმოვადგინე. მე ძალიან პირდაპირ ვთქვი – ამერიკელი პრეზიდენტისთვის ადამიანის უფლებების საკითხზე დუმილი არ შეესაბამება იმას, ვინც ვართ და ვინც ვარ მე. მე ყოველთვის ვიცავ ჩვენს ღირებულებებს,“ – განაცხადა ბაიდენმა.

2018 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დაადგინა, რომ საუდის არაბეთის პრინცმა გასცა ხაშოგის მკვლელობის ოპერაციის განკარგულება. საუდის არაბეთისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი სტამბოლში საუდის არაბეთის საელჩოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.