ჯო ბაიდენმა პენტაგონის ხელმძღვანელსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწესთან ავღანეთში სამოქალაქო პირების უსაფრთხოდ შემცირების საკითხები განიხილა
ჯო ბაიდენმა პენტაგონის ხელმძღვანელსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწესთან ავღანეთში სამოქალაქო პირების უსაფრთხოდ შემცირების საკითხები განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთში არსებული ვითარება საკუთარ ასისტენტთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანთან, სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და პენტაგონის ხელმძღვანელთან ლოიდ ოსტინთან განიხილა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა სახელმწიფო მდივან ბლინკენთან, პენტაგონის ხელმძღვანელ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწე სალივანთან საუბრისას განიხილა ავღანეთში სამოქალაქო პირების უსაფრთხოდ შემცირების საკითხები“, – ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

მანამდე, აშშ-ის მთავრობამ ქაბულში არსებულ ამერიკის საელჩოში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ განაცხადა და ამ მიზნით ქვეყნიდან მათი უსაფრთხოდ გამოსაყვანად 3 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამავდროულად, პენტაგონში გეგმავენ, რომ დაახლოებით 1000 სამხედრო მოსამსახურე მუდმივ რეჟიმში განაგრძობს ადგილზე დიპლომატიური მისიის თანამშრომლების დაცვას.