ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 1,2 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტს და წარმომადგენელთა პალატას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დამატებითი დაფინანსებისთვის კანონის მიღებისკენ მოუწოდა
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 1,2 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტს და წარმომადგენელთა პალატას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დამატებითი დაფინანსებისთვის კანონის მიღებისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 1,2 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტს და წარმომადგენელთა პალატას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დამატებითი დაფინანსებისთვის კანონის მიღებისკენ მოუწოდა.

„მინდა, განვაცხადო, რომ კონგრესის მუშაობა არ დასრულებულა. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული კანონპროექტი დამატებითი დაფინანსებისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც ხელი მოაწერა, აძლიერებს ეკონომიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ეს შეთანხმება კომპრომისს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთმა მხარემ არ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.