ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული რიგი მასალების გასაჯაროებას ითვალისწინებს
ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული რიგი მასალების გასაჯაროებას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული რიგი მასალების განსაიდუმლოებას ეხება.

„11 სექტემბრის 20 წლისთავის წინ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს უფრო სრულყოფილი სურათის დანახვას იმაზე, რაც მათმა ხელისუფლებამ იცის ამ თავდასხმების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ შეინარჩუნოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საიდუმლო მასალები დარჩეს მხოლოდ კონკრეტულ და აუცილებელ შემთხვევებში“, – ნათქვამია ბრძანებულებაში.

ქვეყნის პირველმა პირმა გენერალურ პროკურორს მერიკ გარლანდს დაავალა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული დოკუმენტების უკვე ღია მასალები ექვს თვეში გავრცელდეს.