ჯო ბაიდენმა ეგვიპტელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
ჯო ბაიდენმა ეგვიპტელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათა ალ-სისისს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებმა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობასა და ანკლავის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ღაზას სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის აუცილებლობას, რაც სასარგებლო იქნება ადგილობრივებისთვის და არა ორგანიზაცია „ჰამასისთვის“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ გადაუდებელი საჭიროების გამო, მან სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს რეგიონში გამგზავრება დაავალა.