ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს რასისტი უწოდა
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს რასისტი უწოდა

დონალდ ტრამპის განაცხადებით, რასობრივი საკითხებთან დაკავშირებით შესახებ ტრენინგები შეაჩერა, რადგან აღნიშნულ ტრენინგებზე ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა საშინელი, რასისტული ქვეყანაა.

აღნიშნული განცხადება რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ოპონენტ ჯო ბაინდენთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს გააკეთა.

დებატების ფარგლებში მოდერატორმა ოპონენტებს ქვეყანაში რასიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

„ეს ტრენინგები რასისტულია. ჩვენს არმიაში, სკოლებსა და საზოგადოებაში რადიკალური რევოლუცია იწყებოდა და ეს თქვენ იცით. ჩვენ ადამიანებს ათასობით დოლარს ვუხდიდით, რომ მათ ხალხისთვის ძალიან ცუდი იდეები ესწავლებინათ. ისინი მათ აშშ-ს სიძულვილს ასწავლიდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

რესპუბლიკელი ოპონენტის ამ განცხადების საპასუხოდ ჯო ბაიდენმა მას რასისტი უწოდა.

„ამას არავინ აკეთებს, უბრალოდ ის რასისტია. ქვეყანაში არსებობს ეს პრობლემები. ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა არის შეურაცხმყოფელი სხვისთვის. ეს მათთვისაა, ვინც სხვებს ზემოდან უყურებს, მაგალითად, დონალდ ტრამპი მე ირლანდიელ კათოლიკეს სკრენტონიდან, ადამიანებსაც, ვისაც მასზე ნაკლები ფული აქვს, სხვა აღმსარებლობისაა, ან განსხვავებული ფერის კანი აქვს, ზემოდან უყურებს“, – განაცხადა ბაიდენმა.