ჯო ბაიდენმა და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს
ჯო ბაიდენმა და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს უმასპინძლა. ეს არის ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრა პრეზიდენტების რანგში.

მედიის ცნობით, მხარეებმა საერთო პრობლემები და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

როგორც მოგვიანებით გერმანიის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ორივე ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და მის გვერდით დგანან ომის დაწყების დღიდან.

„ჩვენ ერთად მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს ომის დაწყებიდან. შეერთებული შტატები მსოფლიოში – ყველაზე დიდი და გერმანია კი რიგით მეორე უდიდესი მხარდამჭერია უკრაინის. გერმანიამ მიიღო შორს მიმავალი გადაწყვეტილებები უკრაინის დასახმარებლად. გადაწყვეტილებები, რომლებიც მარტივი არ იყო ჩვენი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, შეიარაღების მიწოდების კუთხით. პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს საუბრისას დამარწმუნა, რომ ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს შეერთებული შტატების იმედი“, – განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.