ჯო ბაიდენმა არაძალადობრივ დანაშაულში ბრალდებული 39 პირი შეიწყალა, 1500 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმსუბუქდება
ჯო ბაიდენმა არაძალადობრივ დანაშაულში ბრალდებული 39 პირი შეიწყალა, 1500 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმსუბუქდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არაძალადობრივ დანაშაულში ბრალდებული 39 პირი შეიწყალა, 1500 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმსუბუქდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არ წერია იმ პირების ვინაობა, ვინც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა შეიწყალა.

ცნობილია, რომ შეწყალებულთა შორის არიან პირები, რომლებიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო გასამართლებულები.

ცნობისთვის, დეკემბერში ჯო ბაიდენმა ასევე შეიწყალა საკუთარი შვილი ჰანთერ ბაიდენი, რომელსაც პატიმრობა ემუქრებოდა.