ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებს მიმართა - შევინარჩუნოთ რწმენა, ამ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ
ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებს მიმართა - შევინარჩუნოთ რწმენა, ამ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ

„დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დელაევრში ამომრჩევლებს მიმართა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა, თუმცა ვინ იცის, შესაძლოა, ეს დილამდე ან უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს, თუმცა მიღწეული შედეგის გამო ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს.გვჯერა, რომ ამ არჩევნების მოგების გზაზე ვართ. ვიცით, რომ ფოსტით ხმის მიცემის უპრეცედენტო პროცედურას დრო სჭირდება, ჩვენ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, ვიდრე ხმების დათვლის სამუშაო დასრულდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ხმა, თითოეული ბიულეტენი მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს იმის გამო, თუ სად ვართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„შევინარჩუნოთ რწმენა, მეგობრებო. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში“, – განაცხადა ბაიდენმა.