ჯო ბაიდენმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
„2001 წლის 11 სექტემბრიდან 20 წლის შემდეგ ჩვენ გვახსოვს 2 977 დაღუპული და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ და ვინც გაწირა თავი. როგორც ჩვენ მომდევნო დღებში ვნახეთ, ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალაა. ეს არის ის, რაც გვაიძულებს ვიყოთ, ისინი ვინც ვართ და ამის შესახებ არ უნდა დავივიწყოთ“, – დაწერა ბაიდენმა „ტვიტერზე“.
20 years after September 11, 2001, we commemorate the 2,977 lives we lost and honor those who risked and gave their lives. As we saw in the days that followed, unity is our greatest strength. It’s what makes us who we are — and we can’t forget that. pic.twitter.com/WysK8m3LAb
— President Biden (@POTUS) September 10, 2021