ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. დოკუმენტი აშშ-ის მოქალაქეებისთვის ჩეკების სახით 1400 დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გაცემას ითვალისწინებს.

„ეს ისტორიული კანონპროექტი ქვეყნის ხერხემალს აღადგენს და ბრძოლის შანსს აძლევს ამ სახელმწიფოს მოსახლეობას, მშრომელ ხალხს, საშუალო კლასის წარმომადგენლებს, მოქალაქეებს, რომლებმაც ეს ქვეყანა ააშენეს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დოკუმენტს მოსახლეობისადმი დაგეგმილ მიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე მოაწერა ხელი.

კონგრესში ეკონომიკური დახმარების პაკეტის დამტკიცებას ორკვირიანი დაძაბული დებატები უძღოდა წინ.