ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - ფოტოამბავი
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - ფოტოამბავი

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ის დღეიდან ოფიციალურად შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

პრეზიდენტის ინაუგურაციას მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი არ დასწრებია. აშშ-ის ისტორიაში ეს არის მეოთხე შემთხვევა, როცა პრეზიდენტი მისი მემკვიდრის ინაუგურაციას არ დაესწრო – დონალდ ტრამპთან ერთად, ამ ჩამონათვალში არიან ჯონ ქუინსი, ჯონ ადამსი და ენდრიუ ჯონსონი.

დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა მეუღლეებთან ერთად. ღონისძიებას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც დაესწრო.

ინაუგურაციაზე ეროვნული ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა.

წლევანდელ ინაუგურაციაზე კაპიტოლიუმის მოვლენების გამო, გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. კორონავირუსის პანდემიის გამო კი დამსწრეთა რაოდენობა მაქსიმალურად იყოს შეზღუდული.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით აირჩიეს.