ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან” დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან” დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს

თეთრი სახლი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოწერს.

მედიასაშუალების ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაბლოკოს თითქმის დასრულებული ენერგოპროექტი, რომელიც მოსკოვისთვის დიდი ფინანსური და გეოპოლიტიკური სარგებლის მომტანი იქნება.

პოლიტიკო“ წერს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით მომლაპარაკებლის როლი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გასული თვის ბოლოს ამოს ჰოხშტაინს შესთავაზა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს საერთაშორისო ენერგეტიკულ საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი იყო. ამასთან, ამოს ჰოხშტაინ მაშინდელი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი და ნდობით აღჭურვილი პირიც იყო.

ჰოხშტაინმა უკრაინული ენერგოკომპანიისნაფტოგაზის“ საზედამხედველო საბჭოს წევრის თანამდებობა გასული წლის ბოლოს დატოვა.