ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესაჩერებლად სანქციების საკითხს განიხილავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესაჩერებლად სანქციების საკითხს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპისთვის ცუდი შეთანხმებაა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ფსაკის თქმით, ვაშინგტონი ამ საკითხს განიხილავს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მის შესაჩერებლად სანქციების ამოქმედების შესახებ.

„ცუდი შეთანხმებაა, რადგან ის ყოფს ევროპას, უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას კი რუსეთის მანიპულაციის საგნად აქცევს. კიდევ იმიტომ, რომ ეს შეთანხმება ეწინააღმდეგება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის გაცხადებულ მიზნებს“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.