ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეაზე ახალი სანქციების დაწესებისა და რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო მოქმედების საკითხს განიხილავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეაზე ახალი სანქციების დაწესებისა და რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო მოქმედების საკითხს განიხილავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისა და რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო მოქმედების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენთონი ბლინკენმა ტელეკომპანია, „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახალი ადმინისტრაციის ინსტრუმენტები მიზნად ისახავს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას, რაც გულისხმობს აშშ-ის მოკავშირეებთან კოორდინაციაში დაწესებულ სანქციებს, ისევე როგორც ახალ დიპლობარამატიურ სტიმულირებას.

ენთონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთში ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავების გამო შეწუხებულია.

„რუსეთის მთავრობა დიდ შეცდომას უშვებს, თუ თვლის, რომ ეს ჩვენ გვეხება. ეს მათ ეხებათ, ეხება მთავრობას, ეხება იმედგაცრუებას, რაც რუს ხალხს აქვს კორუფციასთან, ავტოკრატიასთან და ვფიქრობ, მათ სჭირდებათ შიგნით ყურება და არა გარეთ“, – განაცხადა ბლინკენმა.